ევროპის (შერეულ) გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 10 სპორტსმენით მიემგზავრება. ტურნირი 27 ნოემბერსაა ჩანიშნული და რუსეთში, ქალაქ უფაში გაიმართება.მონაწილეობას ევროპის 17 ნაკრები მიიღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
-73 კგ - ფრიდონ გიგანი, ალეკო მამიაშვილი
-90 კგ. - ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე
+100 კგ. - საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი
-57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი
-70 კგ. - ნინო გულბანი, მარიამ ჭანტურია
+78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი