აბუ დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი იაპსარეზხ

23 ნოემბერი 2021

25-27 ნოემბერს, ძიუდოს მსოფლიო ტურის დასკვნით შეჯიბრებას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი აბუ დაბი უმასპინძლებს.

აბუ დაბის გრანდ სლემზე ამ მომენტისათვის 42 ქვეყნის 221 სპორტსმენია რეგისტრირებული. საქართველოს ღირსებას წლის ბოლო ტურნირზე, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ განაცხადში რეგისტრირებული იყო მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი, თუმცა, საბოლოო განაცხადში აღარ დარჩენილა.

 

ავტორი: ცოტნე მრევლიშვილი

მსგავსი სიახლეები

კომენტარები